02:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 08:16:08, 738 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური პარტიების დიდი გაერთიანების დროა

პოლიტიკური პარტიების დიდი გაერთიანების დროა. ავტორიტარულ რეჟიმს რომ ვებრძვით, იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ რომელი პარტიიდან არის, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების დიდ გაერთიანებას ამერიკაშიც ელოდებიან.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, პოლიტიკური ცხოვრების პერსპექტივაში სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.

„პოლიტიკურ პარტიებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ დიდი ერთიანობის დროა. დავიგვიანეთ კიდეც. მინდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, ქალბატონ სალომესაც ვუთხრა, რომ ავტორიტარულ რეჟიმს რომ ვებრძვით, იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ რომელი პარტიიდან არის. მათ შორის, ამერიკიდან ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ეს, ელოდებიან ჩვენს დიდ ერთიანობას. ამიტომ, ვინც თქვენთან მოვა ეთერში, ყველას კითხვა დაუსვით, რას ფიქრობენ დიდ ერთიანობაზე. გამოსავალი, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს, არის ერთი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომლითაც ვიშორებთ ხელისუფლებას, ვანიშვნინებთ ახალ არჩევნებს, გავდივართ არჩევნებზე, ვიშორებთ ივანიშვილს და მერე თუ გინდათ, კიდევ ხუთი პარტია შევქმნათ და ორმოცდაშვიდი პარტია – ეს არის რეალობა, რაც ჩვენ გვჭირდება. სხვა ალტერნატივას პოლიტიკური ცხოვრების პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ, ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველამ ამაზე ისაუბროს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics