|
2025-01-23 16:34:21, 503 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა სრულიად უსაფუძვლოდ და არაარგუმენტირებულად განაცხადა, რომ ცესკოში რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კანონით დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, მაშინ, როდესაც „სამართლიან არჩევნებს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცესკოსგან არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და შესაბამისად პროცესთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ჩანს, ორგანიზაცია მისთვის უკვე ჩვეული მიკერძოების სტანდარტით, საკუთარ განცხადებაში დაეყრდნო მხოლოდ ერთი მხარის განცხადებებს და საჭიროდ არ ჩათვალა საფუძვლიანად შეესწავლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება. სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ მიკერძოებული დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არ არის ახალი. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების შეცდომით გამოქვეყნება და დროულად არ აღიარება ამ შეცდომის, რამაც პროცესის პოლარიზაცია და რადიკალიცაზია გამოიწვია. 2024 წელს კი ასეთივე დათვლის შედეგების აღიარება, მაგრამ არ გამოქვეყნება, რამაც ასევე მთელი რიგი კითხვები გამოიწვია და ხელი შეუწყო პროცესის შემდგომ რადიკალიზაციას. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ არაერთი განცხადება გაავრცელა და როგორც თანამშრომლებს, ასევე საზოგადოებას განუმარტა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველი, რაც ცალსახად არსებული საჭიროებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარეობდა, დაინტერესებული მხარეები საკითხით მანიპულაციას კვლავ განაგრძობენ. საუბარი იმაზე, თითქოს თანამშრომლების გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო მოხდა, არის შეურაცხმყოფელი ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინაიდან, ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ დონეზე არც ერთი თანამშრომელი აღარ დარჩებოდა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული და მუდმივად იცავს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ეს არ არის რეორგანიზაციის პირველი შემთხვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად, პერიოდულად, მათ შორის ჩატარებული საარჩევნო ციკლის შემდგომ აანალიზებს განხორციელებულ საქმიანობას და არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ცესკო იღებს სხვადასხვა, მათ შორის საკადრო, გადაწყვეტილებებს. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები. მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და პირადი თუ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ნუ შეუწყობენ ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება და მომავალშიც დაეფუძნება მხოლოდ სამართლებრივ პრინციპებს და იმ საჭიროებებს, რომელიც ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას უზრუნველყოფს.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)