00:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 15:23:23, 783 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩრდილოეთ კორეა გეგმავს, 2025 წელს რუსეთს KN-23 ტიპის მცირე რადიუსის მინიმუმ 150 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენოს

ჩრდილოეთ კორეა გეგმავს, 2025 წელს რუსეთს KN-23 ტიპის მცირე რადიუსის მინიმუმ 150 ბალისტიკური რაკეტა , ასევე საარტილერიო ჭურვები და სისტემები გადასცეს - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„არტილერია გამოიყენება როგორც ჩრდილოეთ კორეის, ასევე რუსეთის ოპერაციების მხარდასაჭერად, ხოლო რაკეტები განკუთვნილია მხოლოდ რუსული სამიზნეებისთვის“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს გადასცა დაახლოებით 120 ერთეული М1989 ტიპის 170 მმ კალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კოკსანი“ და 120 ერთეული M-1991 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეა აღნიშნულ ტექნიკას რუსეთს მომავალშიც სულ მცირე ამ რაოდენობით გაუგზავნის.

ამასთან, ბუდანოვის თქმით, რუსებმა, შესაძლოა, მიიღონ ჩრდილოეთ კორეული KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც რუსეთის არმიას მანამდეც მიაწოდეს.

„ამ იარაღის უმეტესობა გამოიყენება უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ან რუსეთში წვრთნების ჩასატარებლად“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა 2025 წელს, შესაძლოა, რუსეთიში,  კურსკის ოლქში ქვეითების დამატებითი რაოდენობა გაგზავნოს.

„ჩვენ არ ველით სახმელეთო ჯარების ბევრ ახალ ჯარისკაცს. ისინი ბიოლოგიურ რობოტებს ჰგვანან“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics