06:26 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 13:48:20, 523 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქცია გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ დაკავებულ პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდება.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ ჩვენი მეგობრის, კოლეგის, რეჟისორის გურამ მაცხონაშვილის მხარდაჭერის მიზნით, არამედ უკანონოდ დაკავებული 52 პირის მხარდაჭერის მიზნით, რომ სასამართლოს, მოძალადე ხელისუფლებას ვუთხრათ, შეწყვიტონ ძალადობა იმიტომ, რომ ძალადობის ყოველი ახალი ტალღა წინააღმდეგობის ახალ ტალღას გამოიწვევს. ჩვენ ვიდგებით ყოველი უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის გვერდით. ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე, ამიტომაც არ დავიღლებით. თუკი იწყება ტერორის ახალ რაუნდი, მაშინ ბევრად ეფექტური წინააღმდეგობის ახალი რაუნდიც დაიწყება. საზოგადოებას კი მივმართავთ და ვთხოვთ მხნეობას, მხარდაჭერასა და სოლიდარობას. წინააღმდეგობა აუცილებლად გაგრძელდება“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის ირინა ჟორდანიას განცხადებით, საქართველოში ძალადობის ნორმალიზება ვერ მოხდება.

„დღეს ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს სასამართლოს მხრიდან უკანონობის დაკანონება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ნორმალიზება. ჩვენ ამას არ შევეგუებით და წინააღმდეგობა გაგრძელდება. სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაკავებულს“,-განაცხადა ირინა ჟორდანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics