09:11 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 17:19:17, 344 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - პოლიტიკური ოპონენტები აღარ დარჩნენ, რომლებიც ციხეში ნამყოფი არ არიან

„როცა ივანიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამომწყვდეული ჰყავს, მეხუთე პრეზიდენტს გამომწყვდევით ემუქრება, პოლიტიკური ოპონენტები აღარ დარჩნენ, რომლებიც ციხეში ნამყოფი არ არიან ან რომელთაც საქმეები არ აღძრილა ცრუ ბრალდებებით, არც გიორგი გახარიას ექნება იმუნიტეტი ამ ყველაფრისგან.“ – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ თავჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჭურნალისტებთან საუბრობს. მისივე თქმით, საქართველო არ უნდა იყოს სათრევი ან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ჩათრეული.

„როცა ივანიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამომწყვდეული ჰყავს, მეხუთე პრეზიდენტს გამომწყვდევით ემუქრება, პოლიტიკური ოპონენტები აღარ დარჩნენ, რომლებიც ციხეში ნამყოფი არ არიან ან რომელთაც საქმეები არ აღძრილა ცრუ ბრალდებებით, არც გიორგი გახარიას ექნება იმუნიტეტი ამ ყველაფრისგან. გუშინ ვიხილეთ ანგარიშსწორება და შემდეგ ფაბრიკაცია ივანიშვილის პროპაგანდისტული არხის, „იმედის" მხრიდან. ვისურვებდი, რომ ნაკლები ადამიანი ყოფილიყო ივანიშვილის რუსული მანქანის რიგებში და სამსახურში ჩამდგარი. თუმცა, რაც ვნახეთ ამ ფაბრიკაციით, იმ თავითვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ მიზანი ეს იყო“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მან ასევე,  საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ერთადერთი გამოძიება, რომელიც იქნება ამ ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ იქნება.

„რაზე მასამართლებს - ქვეყნის სიყვარულისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის, იმისთვის, რომ ვიცავ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს თბილისში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, რუსთაველზე თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში? ერთადერთი გამოძიება, რომელიც იქნება, ამ რუსული დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ იქნება, მაგრამ არა პოლიტიკურად მართული, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიერ, რომელიც კეთილსინდისიერების ტესტის შედეგად იქნება შედგენილი და რომლის შედგენაშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და საზოგადოების კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული",- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics