|
2025-01-12 02:22:03, 529 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი დააკავეს და ნაცემი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს
შშმ პირთა უფლებადამცველი და აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი თბილისში დაკავების შემდეგ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს მისი ადვოკატის, ილონა დიასამიძის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიღო. როგორც თვითონ ამბობს, დაკავებისას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციის სიახლოვეს, მათ შორის კლინიკაში, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. გაეწია სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, გადაუღეს ტომოგრაფია და ელოდებიან პასუხებს. ადვოკატის ცნობით, დაკავებულებს არ ხსნიან ხელბორკილებს. პოლიცია ამბობს, ექიმები თუ გვეტყვიან, მოვხსნითო, ექიმები ამას არ ამბობენ, ამჟამად, მას მინიმუმ ოთხი ეკიპაჟი დარაჯობს. მასთან ახლოს ყოფნის საშუალებას, როგორც დაკავებულთან, არ აძლევენ არავის. ადვოკატმა მოითხოვა მის ხელწერილით გამოშვება, მაგრამ არ გაითვალისწინეს. უკვე მეორედ დააკავეს შშმ პირთა უფლებადამცველი და აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი. ის თბილისში, რუსთაველის გამზირზე აიყვანეს, რესპუბლიკის მოედანთან ახლოს. მუხლები, რომლის საფუძველზეც ის აიყვანეს, სტანდარტულია 173-ე ან 166 ადმინისტრაციული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გია ჯვარშეიშვილი დაკავებული იყო ერთი თვის წინაც. ის სამართალდამცავებმა დეკემბრის დასაწყისში, რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უფლებადამცველი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ დაკავებისას მას გამეტებით სცემეს, მანქანაში, გრძელ სკამებს შორის დააგდეს და ფეხებით შედგნენ. გია ცდილობდა სკამის ქვეშ შემძვრალიყო, რომ როგორმე სახე დაეცვა, მაგრამ ზემოდან, ისეთი ძალით ურტყამდნენ ფეხსაცმლის ძირს, რომ აცილება შეუძლებელი იყო.
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)