10:35 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 18:52:09, 578 ნახვა

სამართალი
ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში – დაპირისპირება მანდატურებსა და მოქალაქეებს შორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა მანდატურებსა და სინდისის პატიმრების მხარდამჭერ მოქალაქეებს შორის. დაცვის სამსახურის თანამშრომლები სასამართლოს ფოიედან პროტესტის მონაწილეებს აძევებდნენ, რამაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

 

ერთ-ერთი მოქალაქე მანდატურებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.

„მანდატურის თანამშრომელმა ზურგში ჩამარტყა ხელი. გვერდით იდგა ზვიად ცეცხლაძის დედა, ვცდილობდი, მასზე არ ყოფილიყო ზეწოლა, მაგრამ მანდატურები მოგვაწვნენ და დაიწყეს იდაყვებითა და ხელებით რტყმა. ეს არ არის სასამართლო, ეს არის კონსტიტუციის თავზე დახევა. დღეს თუ კონსტიტუციას გვახევთ, არ დაგავიწყდეთ, ეს ტალღა თქვენც შეგეხებათ,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი ცოტახნისწინ განახლდა. მანამდე კი სასამართლომ სახაზინო ადვოკატები გამოიძახა, რომლებიც დაკავებულთა საქმეებს დერეფნებში სწავლობდნენ.

პროტესტის ნიშნად დაკავებულებმა და მათმა ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, რამაც პროცესში სახაზინო ადვოკატების ჩართვა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის ოთხი 21 წლამდე ახალგაზრდაა – ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი. კიდევ ერთი ბრალდებული, ინსაფ ალიევი, ქართული ენის მცოდნე არ არის, რაც ადვოკატის გარეშე პროცესის წარმართვას შეუძლებელს ხდის.

დაკავებულთა მხარდამჭერები სასამართლოს მიმართ კრიტიკას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ პროცესზე კანონის უხეში დარღვევები ხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics