20:20 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 09:41:11, 395 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად განახლდება და ერთიანი მიზნების გარშემო კონსოლიდაცია მოხდება

პარტია „ქართული ოცნება“ მნიშცვნელოვნად გაანხლდება  და მოხდება  კონსოლიდაცია ერთიანი  მიზნების გარშემო და მთლიანად თუ  კოალიციურ ფორმატში მოხდება  არჩევნებზე  გასვლა, გ

საქართველოს პრემეირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  „რესპუბიკელებთან“ ძალიან საქმიანი და  მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, როემლზეც ორ პარტიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

„პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალ ფორმატში. ძალიან საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა  შედგა გუშინ  საღამოს  „ რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე  ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ   პარტნიორობა „ქართულ ოცნებასა და  რესპუბლიკურ პარტიას შორის  არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება  წინასაარჩვნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის  მრავალპარტიული და თუ  მრავალპარტიულ ფორმატში  იქნება  წინასაარჩევნოდ  „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა,  ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც  ორმხრივ ფორმატში იქნება  მიღწეული, შემდგომ იქნება მრავალმხრივ ფორმატში დადასტურებული“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად განახლდება  და ერთიანი  მიზნების გარშემო კონსოლიდაცია მოხდება.

" მთლიანად თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო,  ეს მიზნები იქნება უპირველეს ყოვლისა დაფუძნებული ჩვენს საუკეთესო ფასეულობებზე და ტრადიციებზე და რა თქმა უნდა, იქნება კონსესუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics