20:19 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 23:00:31, 424 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება დაზუსტდება

„რესპუბლიკურ პარტიასა“ და  „ქართულ ოცნებას“ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება    კიდევ უფრო დაზუსტდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა „რესპუბიკელებისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, სრატეგიულ თანამშრომლობაში იგულისხმება ყველაზე უფრო მჭიდრო  შესაძლო თანამშრომლობა პარტიებს შორის, მათ შორის მომავალ საარჩევნო კონტექსტში.   შეთანხმების დეტალებზე კი, როგორც უსუფაშვილი ამბობს, უახლოეს ხანებში შეჯერდებიან.

 „ამ საკითხში პრემიერის  და რესპუბლიკურის პოზიცია არის ძალიან მყარი, რომ  ჩვენ გავაგრძელებთ სტარტეგიულ თანამშრომლობას, სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე თემატურს და მოკლევადიანს.  „რესპუბლიკელებსა“ და პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის  ამის თაობაზე შეთანხმება  კიდევ უფრო დაზუსტდება. სრატეგიულ თანამშრომლობაში იგულისხმება ყველაზე უფრო მჭიდრო  შესაძლო თანამშრომლობა პარტიებს შორის, მათ შორის მომავალ საარჩევნო კონტექსტში.  ამ ყველაფერზე უახლოეს ხანებში შევჯერდებით. სიახლე ჭირდება ყველაფერს, მათ შორის კოალიციასაც, ჩვენ როდესაც  ერთად დავდექით ბიძინა  ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში, გქვონდა კონკრეტული ამოცანები მაშინ,  იმ რეჟიმის დასრულება,  დღეს ჩვენ მოვახერხეთ დავასრულეთ.  სტარტეგიული  პრტნიორობა ნიშნავს  სამომავლოდაც კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივ საქმიანობას“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics