|
2025-01-09 14:41:58, 581 ნახვა
საზოგადოება
NGO-ების მიმართვა დიპკორპუსისადმი - საჯარო მოხელეები გახდნენ კონსტიტუციის დარღვევის მსხვერპლნი
დაუყოვნებლივ შეწყდეს საჯარო მოხელეების უკანონო პოლიტიკური დევნა, მუქარა და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ მტკიცედ დადგნენ საჯარო მოხელეების გვერდით, დაგმონ "ოცნების" რეპრესიული ნაბიჯები და გაზარდონ ზეწოლა მათზე, რომ "გაყალბებულ არჩევნებსა და 2024 წლის 28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა უპრეცედენტო სახალხო პროტესტი, რომელსაც შეუერთდნენ საჯარო მოხელეებიც. ათასობით საჯარო მოხელე ღია განცხადებებით თუ პეტიციებზე ხელმოწერით გაემიჯნა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. მათ დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი განხორციელებული ძალადობა და დაადასტურეს ერთგულება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ამის საპასუხოდ, დაჩქარებული წესით და სიღრმისეული განხილვის გარეშე, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად გაუარესდა საჯარო მოხელეების პროფესიული დაცვის მექანიზმები. აღნიშნულმა ცვლილებებმა გზა გაუხსნა რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას საჯარო მოხელეების მიმართ. ამის შედეგად უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ათეულობით საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან. საჯარო მოხელეები, რომლებიც ითხოვდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას, თავად გახდნენ მსხვერპლნი კონსტიტუციის დარღვევისა, შეეზღუდათ რა გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ მტკიცედ დადგნენ საჯარო მოხელეების გვერდით, დაგმონ ქართული ოცნების რეპრესიული ნაბიჯები და გაზარდონ ზეწოლა მათზე, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს საჯარო მოხელეების უკანონო პოლიტიკური დევნა, მუქარა და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება."- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ხელმომწერები: საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (ALFG)
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)