|
2024-12-27 12:15:04, 450 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის მედპერსონალსა და თანამშრომლებს, აღნიშნული წარმატება მიულოცა. მინისტრმა ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება. ინფექციურმა საავადმყოფომ, სამედიცინო პროცესების და პაციენტების უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის, KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო. გერმანულმა აუდიტორებმა, ცენტრში ჩატარებული აუდიტის შედეგად, მაღალი შეფასება მისცეს მაღალტექნოლოგიური აპარატურის და აღჭურვილობის მქონე თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ჰოსპიტლის მენეჯმენტს, პაციენტების და თანამშრომლების უსაფრთხოებას, კლინიკური რისკების და ხარისხის კონტროლის მართვას, ინფორმირებულობას და კომუნიკაციას, აგრეთვე - ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ჯანმო, NIH, აშშ CDC და სხვ.) მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას, ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების განხორციელებას, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ჯანდაცვით პროგრამებში აქტიურ მონაწილეობას და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)