19:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-22 14:12:53, 1463 ნახვა

სხვადასხვა
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ 16-ე პაკეტს ამუშავებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღებას გეგმავს 2025 წლის თებერვალში ომის დაწყების მესამე წლისთავისთვის. მასზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, იტყობინება ყოველკვირეული Welt am Sonntag ბრიუსელში დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით.

ეს იქნება სანქციების მე-16 პაკეტი. როგორც ევროკავშირის დიპლომატებმა აღნიშნეს, ზომები მიზნად ისახავს „მოსკოვისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნას“. პაკეტი ითვალისწინებს სადამსჯელო ზომებს რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების მიმართ, „რომლებიც ჯერ არ დაზარალდნენ ან არასაკმარისად დაზარალდნენ“.

გარდა ამისა, ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით სანქციებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მიჩნეულნი არიან „რუსული რეჟიმის პროპაგანდისტებად“ და პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე.

ევროკომისია და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახური ასევე გეგმავენ მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართულ პირებზე, მათ შორის გერმანიის მიმართ.

ამავდროულად, ბრიუსელი აღიარებს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდულ თავდასხმებში“ ასეთი პირების მონაწილეობის თვალყურის დევნების და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების სირთულეს. ამასთან დაკავშირებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დამტკიცდება თუ არა სანქციები ჯაშუშობისა და დეზინფორმაციისთვის 24 თებერვალს, აღნიშნავს Welt am Sonntag.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics