04:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 15:57:47, 323 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია - ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც

ლიბერალური ფაშიზმი არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან გავრცელებულია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, „ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად დასრულდება“. 

„თქვენ არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია. ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც. თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, ამბობ სიმართლეს და არ ექვემდებარები მათ რიტორიკას, არ იმეორებ მათ მესიჯებს, ხარ მტერი. მოიფიქრებენ ათას სისულელეს, ხან რუსეთუმეს გეძახიან, ხან ვითომ „რუსეთის ინტერესებს რატომ ემსახურები“, ხან შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქრონ. აი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ნახეთ, ქვეყნის შიგნით რა ვითარებაა. როგორ აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, განურჩევლად მათი პროფესიისა. ვისაც აქვს ოდნავ განსხვავებული პოზიცია, როგორი დამოკიდებულება არის. ფეხბურთელები ავიღოთ, ხელოვნების წარმომადგენლები ავიღოთ. შენ თუ არ ჯდები მათ მესიჯ-ბოქსში, მაშინვე შემოგივარდებიან, დაგაბულინგებენ, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. ეს არის ჩვეულებრივი  ლიბერალური ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics