|
2024-12-19 11:45:16, 397 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონის გამგებელმა 2024 წლის ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, 2024 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, თაბორის ტურისტული ბილიკი, რომლის ღირებულებამ თითქმის 1 500 000 ლარი შეადგინა. სრულად რეაბილიტირდა ფირდოუსის ქუჩა. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 93 მისამართზე. სკვერები და მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო და რეაბილიტირდა 16 მისამართზე, ხოლო 106 მისამართზე ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 206 პროექტი განხორციელდა. ასევე, მიმდინარე წელს გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. ხოლო 2024 წელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება კრწანისში მცხოვრებ დაახლოებით 12 000 განმცხადებელს გაეწია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და სხვადასხვა რაიონის გამგებლები. ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)