09:34 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 14:21:13, 468 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე, მდინარაძე, კალაძე - ესტონეთის მიერ დასანქცირებული პირების ვინაობა ცნობილია

ესტონეთმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გარდა, თბილისის მერი კახა კალაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც დაასანქცირა.

სანქცირებულ პირთა სია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სია ასე გამოიყურება:

კობა ჩაგუნავა - მოსამართლე; გიორგი გაბიტაშვილი - გენერალური პროკურორი; ნინო ენუქიძე - მოსამართლე; კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი; კოკა, კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი; ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი;

გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; მამუკა მდინარაძე - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე; ლელა მილდენბერგი - მოსამართლე; დიტო სამხარაძე - პარლამენტის წევრი; ლელა ცაგარეიშვილი - მოსამართლე; მანუჩარ ცაცუა - მოსამართლე; ზვიად ცეკვავა - მოსამართლე; თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი.

შეგახსენებთ, ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრისთვის სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 15 დეკემბერს გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics