14:20 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 15:44:05, 555 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - მაკრონმა ივანიშვილს ყური აუწია

მაკრონმა ივანიშვილს ყური აუწია,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, არსებული კრიზისის დასაძლევად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩართულობა მისასალმებელია.

„პირველი, რომ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს ყური აუწია. მეორე, ეს არის იმ რეალობის აღიარება, რომ საქართველოს ჰყავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც მართავს. არანაირი ლეგიტიმაცია არც ე.წ. პრემიერს, არც შეკრებას, რომელსაც ისინი პარლამენტს ეძახიან, არ აქვს და მესამე, მივესალმები რომ ასეთი მაღალი რანგის ჩართულობა არის კრიზისში, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანმიშვილი, რომელსაც მშვდობის ნაცვლად ქაოსი, დაპირისპირება, რეპრესიები მოაქვს. ჩვენი მოთხოვნები ძალიან კონკრეტულია: უპირობოდ გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმრის და მეორე - ახალი არჩევნების დანიშვნა“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 11 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics