15:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 09:36:39, 446 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია „ოცნებას“ - ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით დანიშნეთ ახალი არჩევნები

დანიშნეთ ახალი არჩევნები, ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

გვარამიას განცხადებით, „სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი კი სალომე ზურაბიშვილია“.

„ქოცებო“, იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - ჩამოშლილები ხართ და ცერცვივით დაბნეულები. ყოველდღე უფრო და უფრო.

იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - ყოველდღე ათობით საჯარო მოხელეს (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირს) კარგავთ, მალე ასობით დაკარგავთ ყოველდღიურად.

იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - სანქციები არ აგცდებათ - ქონება, ანგარიშები, ბიზნესები, გადაადგილება - აშშ და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ისე ვერ გეღირსებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, აგრესიულ მომხრეებსაც კი, როგორც 2X2=4.

იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - ლარის კურსს ტაბლოებზე, ეკონომიკის საბაზისო ციფრებს, ფასებს და პროგნოზებს - ისე დატორტმანდება თქვენი წყალობით ქვეყანა, დაგღეჭავთ ხალხი (შესაძლოა, უარესიც).

იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - პარიებად და არალეგიტიმურად გაღიარათ ხალხმაც, უცხოელებმაც, მედიამ (უი, ხო, „რ2“ პირველი წაგექცევათ სულ მალე, მერე საზმაუ, ბოლოს „იმედი“, აბა, postv-ს თქვენც კი არ უყურებთ), საშუალო ბიზნესები და უკვე მსხვილი ბიზნესები გამოდიან ნელ-ნელა ჩრდილიდან.

იცით თქვენც და გპირდებით ჩვენც - არავინ, არასდროს, არაფრის დიდებით არ შეგარჩენთ ამ ბოლო არჩევნებს და მერე თქვენ მიერ დატრიალებულ სისხლის კალოს.

ხო და ყველამ ყველაფერი იცით და ვიცით. უთხარით იმასაც და დანიშნეთ ახალი არჩევნები, ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით. მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი სალომეა, ზურაბიშვილი. თქვენ კიდე კონსტიტუციური გადატრიალებით მოსული ხუნტა.

ასე რომ: დანიშნეთ“,- წერს გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics