|
2024-12-08 09:34:50, 558 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობის წინ ნაძვის ხეს აწყობენ
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მობილიზებულია პოლიციაც. მანამდე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქცია, რომელიც დედაქალაქის ცენტრში 28 ნოემბრიდან იმართება, დაახლოებით, ღამის 3 საათისთვის დასრულდა. ჭიჭინაძის, 9 აპრილის ქუჩებიდან და თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და საავტომობილო მოძრაობა აღდგა. შეგახსენებთ, თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში, პოლიციამ აქციებზე ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი, მათგან სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, დაკავებულია 18 პირი, ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. დაშავებულია ათობით ადამიანი, რომლებიც დაკავების შემდგომ სპეცრაზმელებისგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უთითებენ. დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა მედიაზე გუშინ, 7 დეკემბერს მოხდა, როდესაც „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)