18:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 17:21:00, 439 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ჩხრეკასაც ნიღბიანები ატარებენ, „ქოცობა“ ზოგადად ნიღაბია - ძირს ნიღბიანების დიქტატურა! ჩვენ მივდივართ ევროპაში

ჩხრეკასაც ნიღბიანები ატარებენ, „ქოცობა“ ზოგადად ნიღაბია - ძირს ნიღბიანების დიქტატურა! ჩვენ მივდივართ ევროპაში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

გვარამიას განცხადებით, „ქოცი“ არც ადამიანია, არც პოლიციელი, არც ხელისუფალი. „ქოცი“ არის სამშობლოს გამყიდველი და ვერანაირი ნიღაბი ვერ ფარავს ღალატს. 

„შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: ბოლო დღეებში რამდენი პოლიციელი გვინახავს უნიღბოდ? დარბევისას კი არა, ისე, ზოგადად, დღისით, მზისით? ჩხრეკასაც, მაგალითად, ნიღბიანები ან ნიღბიანების გარემოცვაში რატომ ატარებენ? ამბავი იმაშია, რომ „ქოცობა“ ზოგადად ნიღაბია: ადამიანის პერსონალურ დონეზე - ვითომ ადამიანობის; ხელისუფლების დონეზე - ვითომ ხელისუფლების; პოლიციელის დონეზე - ვითომ პოლიციელობის და ა.შ. „ქოცი“ არც ადამიანია, არც პოლიციელი, არც ხელისუფალი. „ქოცი“ არის სამშობლოს გამყიდველი და ვერანაირი ნიღაბი ვერ ფარავს ღალატს. ეგ ნიღაბი ჩამოხსნილია! სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! მარბიელ პოლიციელებზე უარესი სისხლისმსმელები და მოღალატეები სწორედ თქვენ ხართ! და, განსაკუთრებულად კი საკონსტიტუციო სასამართლოს ის შვიდი იუდა, ქვეყანა რომ ერთი ხელმოწერით გაყიდა! ძირს ნიღბიანების დიქტატურა! გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს! ჩვენ მივდივართ ევროპაში! სალამი და მხარდაჭერა ყველა პატრიოტს მარნეულის იზოლატორიდან,- წერს გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics