|
2016-03-01 14:05:46, 757 ნახვა
ეკონომიკა
დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მოგების გადასახადის რეფორმას გაეცნენ
ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრებს განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, მოგების გადასახადის რეფორმისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს დღეს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები გაეცნენ. უწყების ცნობით, ასოციაციის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს, მისი განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელ საფინანსო-ეკონომიკურ შედეგებს. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ახალი კანონპროექტის განხილვის პერიოდში გათვალისწინებული იყოს ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები. „თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული რეფორმა იწყება. საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა მთავრობის წინადადება - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოგების გადასახადის მაგივრად, საქართველოში იქნება განაწილებული მოგების გადასახადი. აღნიშნული რეფორმის შედეგად, ეკონომიკაში დარჩება მეტი თანხები რეინვესტირებისთვის, განვითარებისთვის და ქვეყნის ეკონომიკას ექნება უფრო მეტი შესაძლებლობები. დაგეგმილია ასევე ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. ფინანსთა სამინისტრო მზადაა, ასეთ რეჟიმში გააგრძელოს კომუნიკაცია ბიზნესთან. ჩვენ გვექნება შეხვედრები სხვა ასოციაციებთან და მათაც მივაწვდით ინფორმაციას აღნიშნული რეფორმის თაობაზე. მოვისმენთ ბიზნესის წინადადებებსა და მოსაზრებებს და თუ ვნახავთ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამ ხარვეზებს გავასწორებთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესს სწორი ინფორმაცია ჰქონდეს დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რისთვისაც აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია მთავრობასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. „მოვისმინეთ საინტერესო პრეზენტაცია. განაწილებული მოგების გადასახადის შემოღება სერიოზული შეღავათი იქნება ბიზნესისთვის, რადგან ეს თანხები, ისევ ინვესტიციებს და საწარმოების განახლებას, ინოვაციური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)