|
2024-12-04 17:32:50, 411 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია
ოპოზიციონერები თითქოს გმობენ ძალადობას, მაგრამ როდესაც „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ან „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ ზეწოლა ხორციელდება, ხმას არ იღებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, "ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს იკვეთება, როგორც ძალადობრივი ქმედებები, ასევე ვანდალიზმის ფაქტები, რაც მიუღებელია". „სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. არსებობენ კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც ვანდალიზმით არიან დაკავებული. პოლიციელების მისამართით პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიან. ესვრიან მათ მძიმე საგნებს, იყენებენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. შეუძლებელია ნორმალურმა და გონიერმა ადამიანმა ძალადობა წაახალისოს. ვნახეთ კონკრეტული ფაქტები და განცხადებები, თუ რას ამბობდნენ ოპოზიციონერი რადიკალები, სოცმედიასა თუ ტელეეთერებში. ძალადობაზე აღშფოთებას გამოხატავდნენ, თუმცა, მაგალითად, „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ან „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ როცა ზეწოლა და ძალადობა ხორციელდებოდა, ხმას არ იღებდნენ. ისინი ჩვეულებრივი მოძალადეები, ბოროტები და ყველაფრის მკადრებლები არიან. გახსოვთ, ერთმა ახალგაზრდამ „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ ესროლა პოლიციელებს, ისინი გამოდიოდნენ და დაგმობის ნაცვლად, ახალისებდნენ. გმირად უნდოდათ ის ახალგაზრდა შეერაცხათ. შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ საოცრება გააკეთა, ადგა და შეიწყალა ეს ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელებს. თუნდაც ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად რომ მიუვარდა და ზურგიდან ჩაარტყა, მაშინაც ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ყველა ის განცხადება, რასაც ვისმენდით, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია. როგორ შეიძლება მათი რამე ირწმუნო",- განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო, როგორც პოლიციელებს, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ძალადობრივი აქციის მონაწილეებს“.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)