12:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 18:19:20, 462 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი საგამოცდო პროგრამის ცვლილებაზე - გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამიდან ამოღებულ ნაწარმოებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. 

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს,  გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა.

"2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან, როცა ამოიღებ ილიას ბენდიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთაარნთ ქვრივს, როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპ კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად  ან კიდევ ვაჟას "პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმ"-ს ... ხომ  გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება  "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!",- წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა - ნაწარმოებების ნაწილი პროგრამიდან სრულად ამოღებულია.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების სამინისტროც და აღნიშნა, რომ "თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics