|
2024-11-22 14:29:02, 550 ნახვა
სამართალი
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის დროს, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო. დაცვის მხარე დევიძისთვის 2 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე, ადმინისტრაციული წესით, 19 ნოემბერს, 15 სხვა პირთან ერთად, თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე აქციის დაშლისას დააკავეს. 21 ნოემბერს, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 19 ნოემბერს, დილის საათებში თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა, მათე დევიძემ 3 პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)