05:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-21 17:23:59, 743 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველა მახასიათებელი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა

ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში და როგორ ეზიზღება ღირსება, თავისუფლება და ზოგადად, ადამიანის სიცოცხლე“.

„რუსეთს იმდენად ეშინია, რომ უკვე ახალ რაკეტებს იყენებს და მთელ მსოფლიოში ეძებს იარაღს - ხან ირანში, ხან ჩრდილოეთ კორეაში. დღეს იყო ახალი რუსული რაკეტა. ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მიმდინარეობს ექსპერტიზა. აშკარაა, რომ პუტინი უკრაინას საწვრთნელ მოედნად იყენებს; აშკარაა, პუტინს ეშინია, როცა მის გვერდით ჩვეულებრივი ცხოვრებაა; როცა ადამიანებს უბრალოდ ღირსება აქვთ; როცა ქვეყანას უბრალოდ უნდა იყოს და აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი. პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ მეზობელი ხელიდან არ დაუსხლტეს. და მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს, ყველა უკრაინელ ქალს, რომლებიც მტკიცედ, გამბედაობით და ძლიერად იცავენ უკრაინას ამ ბოროტებისგან, ღირსეულად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა უკრაინის შესახებ - ღირსება. და ეს არის სიტყვა, რომელიც ალბათ, აღარასდროს იქნება გამოყენებული რუსეთთან მიმართებით“,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს,  საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics