|
2024-11-21 11:11:11, 413 ნახვა
საზოგადოება
ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა
საკვალიფიკაციო ტესტირება ვეტერინარიის მიმართულებით, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის დიაგნოსტიკა სეროლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო ტესტირება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. “საკვალიფიკაციო ტესტირების ფარგლებში, ლაბორატორიამ მიიღო საგამოცდო პანელი, რომელიც გამოიკვლიეს ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტებმა და დაიმსახურეს 100% შეფასება, რაც ადასტურებს, რომ ლაბორატორიას აღნიშნული დაავადების ზუსტი იდენტიფიკაცია შეუძლია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალი რეგიონული ლაბორატორიები აქტიურად არიან ჩართული კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებში. სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებსა და სწავლებებს. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)