00:01 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 22:52:08, 570 ნახვა

პოლიტიკა
ჩაკვეტაძე - რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო!

რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. “კოლექტიურ ნაცმოძრაობას„ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს,-  ასე ეხმიანება “ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ტელეკომპანია “იმედის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

მისი თქმით, “ამ საკითხზე დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას ელოდება“.

“რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. კოლექტიურ ნაც. მოძრაობას ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს… რამდენიმე წუთის წინ იმედის გადამღებ ჯგუფს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს… მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან იმედგაცრუებულები დარჩნენ, გადავიდნენ პროვოკაციებზე. ველოდები დიპლომატიურ კორპუსს რა რეაგირება ექნება. სოლიდარობა თითოეულ ჟურნალისტს! ამათ ბოროტ ზრახვებზე სახელმწიფოს ყოველ ჯერზე ექნება შესაბამისი რეაგირება!“,- წერს ჩაკვეტაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics