|
2024-11-18 14:25:02, 405 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექნოლოგიურმა გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში - AutomationSTAR 2024 მიიღო მონაწილეობა
"თიბისი" აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 2024 დასწრების შესაძლებლობა ტესტირების ავტომატიზაციის 10 ინჟინერს მისცა. ტექ ტალანტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო არაერთს საინტერესო სემინარში, რაც მათი ცოდნისა და გამოცდილების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. AutomationSTAR 2024, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო თემებითა და სპიკერებით გამოირჩევა, დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიების შესწავლის, პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
AutomationSTAR 2024-მა დამსწრე აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ტესტირების მომავალი ხელოვნური ინტელექტის ათვისებასა და გუნდურ მუშაობაშია. განვითარებად ტექნოლოგიურ გარემოში, წარმატება არა მხოლოდ ახალი ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ათვისებას, არამედ ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელიც ხელს უწყობს განვითარებას, თანამშრომლობასა და ინოვაციურობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)