19:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 17:03:02, 417 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ, ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ JICA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, პროექტის - "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ფოთის პორტში ტვირთის სკანირების აღჭურვილობის გაუმჯობესება" მხარდაჭერის მომზადებისა და დამტკიცების ასპექტები განიხილეს.

"აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოიაზრება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისთვის სატვირთო და სარკინიგზო რენტგენო-სკანერების სისტემების გადმოცემა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ხელი მოაწერა საოქმო ჩანაწერს, რომელიც ხელს შეუწყობს პროეტის განხორციელებას და საქართველოს საბაჟო საზღვარზე, სატრანსპორტო საშუალებების/კონტეინერების რენტგენო ინსპექტირების პროცესში მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებას.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირები",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics