|
2024-11-08 17:56:59, 497 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობის, 780 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 70000 მ² მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეფლნენ და გაასხვისეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. "სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი ოთხი პირი 6 ნოემბერს დააკავეს. სამ პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, ხოლო 1 პირს სამსახურებრივი სიყალბესა და თაღლითობაში დახმარების ფაქტებზე წარედგინა. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის სამ წევრს ბრალდება წარედგინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)