20:30 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 15:31:44, 489 ნახვა

სამართალი
აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს.

სხდომაზე პროკურატურა პატიმრობის გახანგრძლივებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის შეფასებით, სადიგოვის საექსტრადაციო პატიმრობაში დატოვების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. 

4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

8 აგვისტოს, "უფლებები საქართველოს" ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება სადიგოვისთვის შეფარდებული 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესთავაზეს გირაოს გამოყენება 2 000 ლარის ოდენობით. პარალელურად, აფგან სადიგოვმა და მისმა ადვოკატებმა საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართეს საქართველოში  საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. 

13 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო "უფლებები საქართველოს" სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics