|
2024-11-01 14:17:41, 431 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცის მოწყობა დასრულდა
საბურთალოს რაიონში, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში 21-ე კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა. "პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 600 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ასევე, მოეწყო სტრიტბოლის მოედანი. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ "მშენსერვისი 55" შეასრულა. დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და თბილისის საკრებულოს წევრი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)