|
2024-10-31 17:09:32, 536 ნახვა
საზოგადოება
საია - დღეს, საოლქო კომისიებში ხმის ფარულობაზე ჩვენს საჩივრებს განიხილავენ
დღეს, 18:00 საათიდან საოლქო საარჩევნო კომისიებში, ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) საჩივრების განხილვა ჩაინიშნა. ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს. საიას ცნობით, მათ უკვე წარუდგინეს კომისიებს საჩივრები, რომლითაც ითხოვენ იმ 2 263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც პროცესი ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა. "ჩვენი იურისტები მზად არიან, მტკიცებულებებითა და არგუმენტებით დაამტკიცონ, რომ 2024 წლის საპარალამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა. პირველ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში ვიდავებთ, ხოლო შემდეგ საქმე საერთო სასამართლოებში გადავა. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე",- აღნიშნულია საიას განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)