13:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 12:16:38, 470 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - სიფრთხილის გამოჩენის გამო, საქართველოს ვკარგავთ

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სკანდინავიური ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც მიხელსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, გამოჩენილი სიფრთხილის გამო, ევროპა საქართველოს კარგავს.

"სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენის გამო, საქართველოს ვკარგავთ",- წერს მიხელსონი.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 ოქტომბერს სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას სულ უფრო შორდება“ და რომ უერთდებიან „საერთაშორისო მოწოდებებს, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics