13:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 19:37:23, 499 ნახვა

პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი - საქართველო შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს

„ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში კი სთავაზობს ნათელ გზას კვლავ დაახლოებისთვის.“ - ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბარელმა განაცხადა.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვებით აღინიშნება, რაც უნდა იყოს გამძიებული გამჭირვალედ და დამოუკიდებლად. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას. რომ დამოუკიდებელმა დამკვირებლებმა არ აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს ითხოვს გამოძიებას რათა ნათელი მოჰფინოს იმას თუ რა მოხდა, რა იყო დარღვევების მაშტაბი და როგორ მოახდინა ამან გავლენა შედეგებზე.

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ კონსოლიდირებულ ტენდენციას. ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში კი სთავაზობს ნათელ გზას კვლავ დაახლოებისთვის. თუ იქნება საქართველოს ხელისუფლების სურვილი, ჩვენ ვთავაზობთ ნათელ გზას, რომ კვლავ მოხდეს დაახლოება. ეს უნდა იყოს კანონის გაუქმება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ჰქონდა უარყოფითი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე, და ასევე ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმება. ეს იქნება პირველი ნაბიჯები, პირველი მაჩვენებელი საქართველოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ მოვლენებს შემდეგ დღეებში, დაველოდოთ გამოძიებას და ვნახავთ, რომ ნათელი მოეფინება იმ შენიშვნებს, რაც სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო დასახელებული", - ამბობს ბორელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics