08:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 16:19:16, 557 ნახვა

საზოგადოება
ტექნოპარკში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო განხილვა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკში  სტრატეგიის დოკუმენტის ,,ინოვაციური საქართველო 2020-ის“ საჯარო განხილვა გამართა.

როგორც „ექსპრესიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ,,ინოვაციური საქართველო 2020” არის დოკუმენტი, რომელიც ემსახურება ინოვაციების სფეროში სახელმწიფოს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებასა და კონკრეტული ამოცანების დასახვას, ეფექტური ინოვაციების ეკოსისტემისა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნას, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას. ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანია გლობალურ ეკონომიკაში ადგილის დასამკვიდრებლად და ინოვაციების ეკოსისტემის შესაქმნელად.

„სტრატეგიის დოკუმენტი ,,ინოვაციური საქართველო 2020“ ძირითადი მაკოორდინირებელი იქნება საქართველოში ინოვაციური ბაზრის გაფართოებისა, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. ინოვაციური კლიმატის არსებობა ხელს უწყობს სამუშაო ადგილების ზრდას, მომავლის პროფესიების ფორმირებას, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, ქართულ ბაზარზე კონკურენტული ეროვნული პროდუქტების გამოჩენასა და მათ ექსპორტს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მასშტაბების ზრდასა და ზოგადად, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნას.

სააგენტოს მიერ დაგეგმილ სტრატეგიის დოკუმენტის ,,ინოვაციური საქართველო 2020-ის“  საჯარო განხილვაზე დაინტერესებული მხარეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.  უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შენიშვნების გათვალისწინება აღნიშნული დოკუმენტის სრულყოფისათვის. 

სააგენტო ცდილობს, ინოვაციებისა და  ტექნოლოგიების სფეროში გავიდეს მსოფლიო მასშტაბებზე  და ხელი შეუწყოს ქვეყანას სწრაფ პროგრესში, განავითაროს განათლების სფერო კონკრეტული მიმართულებებით. ინოვაციები განსაკუთრებით მნიშნელოვანია სახელმწიფოსათვის, რადგან იგი ინსტრუმენტია მომავლის პროფესიების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისთვის, ახალი და ფართო საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად”, - აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics