|
2024-10-27 16:02:52, 375 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის წარმომადგენელი - ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს, ევროპას მოშორდეს
ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს, ევროპას მოშორდეს,- ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) წარმომადგენელმა, ყოფილმა კონგრესმენმა, ტომ მალინოვსკიმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთელი მსოფლიო აკვირდება, საქართველოს ლიდერობა მიიღებს თუ არა, რასაც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე წინა არჩევნებზე. ეს არის საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს, ევროპას მოშორდეს. ამიტომ, მთელი მსოფლიო აკვირდება იმას, საქართველოს ლიდერობა მიიღებს თუ არა, რასაც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. რაც შეეხება შედეგებს, შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ საჩივრები, მათ შორის ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობას უკავშირდებოდა. ISFED-ი, რომელიც გახლავთ წამყვანი სადამკვირვებლო ჯგუფი, ჯერ კიდევ ასრულებს მუშაობას დეტალურ ანგარიშზე, რომელიც პარალელურ ხმების დათვლას ეხება და მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მხედველობაში. აბსოლუტურად ვენდობით იმ მეთოდოლოგიას, რომელსაც ის იყენებს“,- განაცხადა NDI-ის წარმომადგენელმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)