23:56 - 06 Jul, 2026
|
2024-10-27 13:50:55, 488 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბულგარეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეშვიდედ ირჩევს პარლამენტს. ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პოლიტიკური პარტიები სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ. საარჩევნო უბნები გაიხსნა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათზე, თუმცა შესაძლებელია, გახანგრძლივდეს 21:00 საათამდე, თუ რიგში ამომრჩევლები იქნებიან. სამოქალაქო რეესტრისა და ადმინისტრაციული მომსახურების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება 6,6 მილიონზე მეტ ბულგარეთის მოქალაქეს აქვს. ბულგარეთის მასშტაბით გახსნილია 12 879 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ - 719.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)