|
2024-10-24 13:30:32, 558 ნახვა
სამართალი
Atlantic Council-ის მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი - 6 ადამიანი შემოვარდა - მითხრეს, რომ იყვნენ ფინანსური პოლიციიდან და ჩხრეკა იწყებოდა
ფინანსურმა პოლიციამ Atlantic Council-ის მკვლევარის, ეთო ბუზიაშვილის სახლის ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ბუზიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ის დაკითხვაზეა დაბარებული. „დილის 8 საათი იყო, როდესაც მოტყუებით შემოვიდა ჩემს სახლში 6 ადამიანი. ისინი კარსმიღმა გამეცნენ, როგორც გაზის სამსახურის თანამშრომლები და მითხრეს, რომ სასწრაფო გაჟონვა იყო და აუცილებლად უნდა შემოსულიყვნენ. გავუღე კარი და შემოვარდა 6 ადამიანი. ჩამომართვეს ტელეფონი და მითხრეს, რომ იყვნენ ფინანსური პოლიციიდან და იწყებოდა ჩხრეკა. ცხადია, მომთხოვეს, რომ ტელეფონზე პაროლი მომეხსნა და მე არ მოვხსენი პაროლი და მითხრეს, რომ სხვანაირად ადვოკატს ვერ დავუკავშირდებოდი და ადვოკატის გარეშე ჩატარდა ჩხრეკა... ჩხრეკდნენ მთელ სახლს დეტალურად. თქვეს, რომ აინტერესებდათ ორი სახის მასალა - დოკუმენტაცია და ტექნიკა. ყველანაირი ტექნიკა წაიღეს და გაეცნენ ჩემი სამსახურის ჩანაწერებს. არ წაუღიათ, მაგრამ წაიკითხეს... ვმუშაობ სახლიდან. ჩემი საქმიანობა უშუალოდ ეხება რუსული საინფორმაციო ოპერაციების გამოძიებას მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, საქართველოში... მითხრეს, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არის, რომელიც ეხება თაღლითობას, ფულის გათეთრებას",- აცხადებს ბუზიაშვილი. აღსანიშნავია, რომ დღეს, 24 ოქტომბერს ჩხრეკა ასევე მიმდინარებდა Atlantic Council-ის კიდევ ერთი თანამშრომლის, მკვლევარ სოფო გელავასა და მისი ქმრის, გიორგი ნონიაშვილის სახლში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები თბილისში, „ვაკე პლაზაში“ მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-შიც შევიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)