|
2024-10-23 23:14:01, 468 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში, ტერაქტის შედეგად. დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 22
ანკარაში, თურქული საჰაერო კოსმოსური კორპორაციის TUSAŞ-ის შენობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი ერლიკაიამ. მისი თქმით, ასევე დაიღუპა ორი ტერორისტი - ქალი და მამაკაცი. მათი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმა მოხდა თურქეთის საჰაერო კოსმოსური კორპორაციის TUSAŞ-ის ობიექტზე. მისი თქმით, საუბარია ანკარაში, კაჰრამანკაზანის რაიონში არსებულ ობიექტზე. Haber-ის ცნობით, TUSAŞ-ის შენობასთან აფეთქებები გაისმა და ტერორისტებთან სროლა გრძელდება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები, მეხანძრე-მაშველები და ექიმები იყვნენ მობილიზებული. თურქული CNN-ის ცნობით, ტერორისტებმა მანქანა ააფეთქეს და ცეცხლი გაუხსნეს. სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და შესაძლოა შენობაში მძევლები იყვნენ. TUSAŞ-ში ევრონიუსის ადგილობრივი ფილიალის წყაროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა კომპანიის შტაბ-ბინაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა და თანამშრომლებს სამუშაო ადგილის დატოვება აეკრძალათ. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, სროლა შენობის შესასვლელთან მოხდა. თურქულმა მედიამ ასევე გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის კადრების სკრინშოტები, რომლებშიც ნათქვამია, რომ სავარაუდო თავდამსხმელები დაიჭირეს. ერთ ფოტოზე ორი ადამიანი ზურგჩანთებითა და იარაღით შემოსასვლელის ტურნიკებთან არის დაჭერილი. სხვა სურათზე, ერთი მათგანი უკვე შენობაშია. სავარაუდოდ, ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)