01:05 - 07 Jul, 2026
|
2024-10-23 20:07:04, 482 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში, თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი
ანკარაში, თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო დროინდელი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 14 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. „ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ანკარაში თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. საზოგადოება იქნება ინფორმირებული მოვლენების განვითარების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ოფიციალური წყაროების მიერ გაკეთებული განცხადებები",- წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)