01:05 - 07 Jul, 2026
|
2024-10-23 13:23:48, 442 ნახვა
მსოფლიო
IDF-მა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელის, ჰაშემ საფიედინის სიკვდილი დაადასტურა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელის, ჰაშემ საფიედინის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. IDF-ის ცნობით, საფიედინის ლიკვიდაცია, ტერორისტული დაჯგუფების დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელთან, ჰუსეინ ალი ჰაზიმასთან ერთად, 4 ოქტომბერს მოხდა. დარტყმა განხორციელდა ბეირუთში მდებარე "ჰეზბოლას" მიწისქვეშა სადაზვერვო შტაბ-ბინაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დარტყმის დროს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა "ჰეზბოლას" დაზვერვის განყოფილების 25-ზე მეტი წევრი, მათ შორის სხვადასხვა მაღალჩინოსანი. აღნიშნულთან დაკავშირებით "ჰეზბოლას" ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)