01:05 - 07 Jul, 2026
|
2024-10-22 13:32:02, 450 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში, BRICS-ის სამიტზე ჩავიდა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთის ქალაქ ყაზანში, ორგანიზაცია BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთში ვიზიტის დაწყებამდე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთი აფასებს მჭიდრო თანამშრომლობას BRICS-ის ფარგლებში, რომელიც დიალოგისთვის მნიშვნელოვან ადგილად იქცა. "ინდოეთი აფასებს მჭიდრო თანამშრომლობას BRICS-ის ფარგლებში, რომელიც მნიშვნელოვან ადგილად იქცა დიალოგისთვის და ისეთი საკითხების განხილვისთვის, რომელიც გლობალური დღის წესრიგის განვითარებასა და რეფორმირებას, კლიმატის ცვლილებებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, მიწოდების მყარი ჯაჭვების შექმნას, კულტურული და ადამიანებს შორის კავშირების უზრუნველყოფას ეხება",- განაცხადა ნარენდრა მოდიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)