02:19 - 07 Jul, 2026
|
2024-10-22 09:39:56, 403 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანია, "ჰამასის" ლიდერის, იაჰია სინვარის დაღუპვის შემდეგ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლება. ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში იორდანიასა და კატარსაც ეწვევა. სახელმწიფო მდივანი ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ასევე განიხილავს, თუ როგორ არის შესაძლებელი "ჰეზბოლასთან" კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა და გააგრძელებს საუბარს ისრაელთან ირანის სარაკეტო თავდასხმაზე მოსალოდნელი პასუხის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)