10:25 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 15:25:49, 408 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეს - რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები ერთი კვირით ადრე წააგო

უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიას არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც ქალაქებში გადიან, შეკრებებს ვერ ატარებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „გუშინ თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე და იმისთვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ“.

„სკამებით როდესაც ატარებ შეკრებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს და მხარდაჭერა არ გაქვს საერთოდ საზოგადოებაში. გუშინ ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, NGO-მ, სალომე ზურაბიშვილმა, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს. თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისთვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ავრცელებდნენ ძველი აქციების კადრებს და მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს. აქცია ჩაგივარდათ, ამ მოედნის შევსებას არ სჭირდება დიდი რაოდენობის ხალხი. თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსე, აქცია ჩაგივარდა და რეალურად, ერთი კვირით ადრე წააგეთ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ოქტომბერს თბილისში მარში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართა. მარში 5 ლოკაციიდან - გმირთა მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედანიდან, 300 არაგველის ობელისკიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიიდან 17:00 საათზე დაიწყო და თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა. მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ახალი სერია დაასრულეს
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
ტრამპმა მხარი დაუჭირა ლინდსი გრემის კანონპროექტს, რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics