11:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-19 22:15:54, 312 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა

26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ „ქართული ოცნება“ და ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის, სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესრულების ერთადერთი გარანტიაა.

„„ქართული ოცნების“ გამარჯვება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის  შესრულებისკენ ეს არის სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის ჩვენი „ქართული ოცნება“, რომელიც  დარწმუნებული ვარ აუცილებლად ახდება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ „ქართული ოცნება“ და ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი არის ჩვენი თვე და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო. ღმერთი ფარავდეს ამ ულამაზეს ქალაქს, ამ ულამაზეს მხარეს და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კობახიძემ.



 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics