02:21 - 07 Jul, 2026
|
2024-10-18 09:28:48, 407 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი "ჰამასის" ახალი ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდირებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. ბაიდენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, გაანადგუროს "ჰამასის" ლიდერები. "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია. ეს კარგი დღეა ისრაელისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსთვის",- წერს ბაიდენი. ბაიდენი ასევე აქვეყნებს ვრცელ განცხადებასაც, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აშშ-ის დაზვერვასთან ერთად მუშაობს და "სამართლიანობას ვერცერთი ტერორისტი გაექცევა". შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ 16 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)