13:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 13:36:34, 564 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა

საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობაში" (OGP) წევრობა შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობა დღეს, 16 ოქტომბერს მიიღეს.

ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) ამერიკის შეერთებული და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, გაეწვია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანისთვის OGP-ის წევრობის შეწყვეტაზე საუბრობდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics