06:40 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:16:01, 629 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში,  თუმცა სიმძიმეს ახლავს თავისი სინათლე.  რომ არ ყოფილიყვნენ კოჯრის გმირები, რომ არ ყოფილიყო მარო მაყაშვილი, რომ არ ყოფილიყო  ეს თავდადება სამშობლოსთვის  საქართველო დღეს არ იარსებებდა და არ იქნებოდა რუკაზე მისი ადგილი. სწორედ მათ გამოა,  რომ დღეს აქ ვარ და სწორედ მათ ხსოვნას მივაგებთ პატივს და სანამ  ეს ბრძოლა იქნება მანამდე საქართველო ყოველთვის იქნება  ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ  მუდამ მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ, ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics