21:48 - 03 Jul, 2026
|
2024-10-11 19:49:11, 595 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ 3 ოპოზიციური არხი „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამის არ გაშვების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მთავარი არხის", "ფორმულას" და "TV პირველის" წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა და მედიებს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მედიები თავად ავრცელებენ. 9 ოქტომბერს მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი, ფორმულა და TV პირველი ქართული ოცნების საარჩევნო რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდამრღვევებად ცნო. მანამდე, სამმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)