|
2016-02-23 18:29:05, 645 ნახვა
სამართალი
ლევან მურუსიძე: საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ მოვსულვარ
მამუკა ახვლედიანის გადაყენების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ხვდება. შეხვედრის მიზანია, მოსამართლეებისთვის მიღებული გადაწყვეტილების და არსებული ვითარების გაცნობა. აღნიშნულ საკითხს ლევან მურუსიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ მისულა. "მე მოსამართლეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ მოვსულვარ. საბჭო უნდა შეხვდეს მოსამართლეებს და დაიგეგმოს მომავალი თანამშრომლობის საკითხები", - განაცხადა ლევან მურუსიძემ. იუსტიციის საბჭოს სხვა წევრები კი აცხადებენ, რომ მოსამართლეებთან შეხვედრის დროს განსახილველ საკითხებს შორის მოსამართლეთა დაკითხვის ახალი წესი იქნება, ამასთან ერთად საქმეთა განაწილების პროცესზეც იმსჯელებენ. ცნობისთვის, შეხვედრას საქალაქო სასამართლოს ის მოსამართლეები დაესწრებიან, რომლებსაც ამ დროისთვის სხდომა არა აქვთ ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრას იუსტიციის საბჭოს წევრებთან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყენებული ხელმძღვანელი და მოქმედი მოსამართლე, მამუკა ახვლედიანი არ დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)